გამოძიებას ტრანზაქციაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, იურიდიულმა და აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ეს, რაც დღეს თქვეს, არის აბსოლუტური აბსურდი. ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ, ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც უწყებაში 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარეს.
ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ.
„არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმ სამწუხარო ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშნებელობასა და ხვალინდელ დღეზე, არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და ასეთ მსგავს რაღაცებზე აწყობილი პოლიტიკა. ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამ მინახავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.