თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოცხადდა. მან შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე ელოდება თუ არა დღეს დაპატიმრებას, ხაზარაძემ განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს.
“იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია სამწუხაროდ. რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, რომელიც არ არის ორიენტირებუყლი ხვალინდელ დღეზე და ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზეა აწყობილი პოლიტიკა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე დაიბარეს.