“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მამუკა თი ბი სი ბანკის აქციონერის მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.
“ხაზარაძე – ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებაზე
– საქმე არის 11 წლის წინანდელი
– საქმეს არ ჰყავს მომჩივანი/დაზარალებული
– საქმე სპეციალურად ამოაქექინეს ერ. ბანკს, რომელიც ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში (გარდა იმისა რომ ოფიციალურად და რეგულარულად აღარიბებს ამ ქვეყნის მოსახლეობას)
– ერ. ბანკის ამოქექილი შემდეგ გადასცეს პროკურატურას რომ მას, საჭიროების შემთხვევაში, გაეკეთებინა ის რაც დღეს გააკეთა
– ბრალის წაყენება შესაძლებელი იყო რამდენიმე წლის წინაც, მაგრამ დაემთხვა ხაზარაძის განცხადებას მის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ გააქტიურებაზე
თიბისი-ს ჩაძირვა უნდა?
ანაკლიის პროექტის დამუხრუჭება/შეჩერება უნდა?
პოტენციურად წონიანი პოლიტიკური ოპონენტის პრევენციულად განეიტრალება უნდა?
რა მნიშვნელობა აქვს? სამივე ერთად შეიძლება უნდოდეს
ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური დევნაა!
თუ ვინმე ფიქრობთ რომ საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის თავს ხდება მართლმსაჯულების აღსრულების ბუნებრივი პროცესია …
თუ ვინმე ფიქრობთ რომ ეს თქვენ არ გეხებათ …
პ.ს. ჩემი აზრით არ გაუვა. ვერ დაიჭერს. და შენარჩუნების ნაცვლად, დაკარგავს ძალაუფლებას”, – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.
ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.