პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
“შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებულია გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე.
შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.