“ალბათ იცით ახალი ამბავი სტრასტბურგიდან.
გადაწყვეტილება ძალაში თურმე ოქტომბერში უნდა შესულიყო. ისიც, თუ არ გავასაჩივრებდით დიდ პალატაში. მიუხედავად ნიკას გაფრთხილებისა წულუკიანმა იჩქარა და ტელევიზია რეკორდულ დროში გადასცა ხალვაშს.
ქალბატონო თეა, ახლა მგონი ჩვენთან ერთად უნდა იაროთ სატანისტურ შეხვედრებზე. სხვა თქვენ არაფერი გიშველით”
ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა და გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.