aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლები შუაში განთავსდება” – თბილისის მერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლები შუაში განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა”-ზე დაყრდნობით განაცხადა.

„კომპანია „სისტრამ“, რომელიც მუშაობს ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, რათა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, მარჯვნივ და მარცხნივ ველობილიკები განთავსდება.

იტვირთბა....