aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი ციტატა

“ვშიშობ იპარება შიში, რომ დასავლეთმა მიგვატოვა და ბიძინამ იყიდა ყველა” – სამადაშვილი

რუსთავი 2-ის ამბავზე ხმათა კაკაფონიაში, ვშიშობ იპარება შიში, რომ დასავლეთმა ‘მიგვატოვა,’ ბიძინამ იყიდა ყველა და ყველაფერი, რუსეთმა მოისყიდა სტრასბურგი. სულელური და საშიში აზრები.
1. სასამართლოს კონკრეტულმა შემადგენლობამ აირჩია იურიდიული ინტერპრეტაციის გზა, რომელმაც მიიყვანა იმ დასვნამდე, რომელიც დაიდო. სხვა შემადგენლობას, შესაძლოა, დაედო სხვაგვარი დასკვნა. კარგია ეს შედეგი ქვეყნისთვის? არა, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს სტრასბურგის სასამართლოს. 2. დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა, უპირობად, არასდროს ჰქონდა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსს, მითუმეტეს, ტელევიზიას. ეს მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და დემოკრატიას. შეიძლება ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს, კონკრეტულ მომენტში, განსხვავებული აზრი გააჩნდეს, სწორია თუ არა დასავლეთის პოლიტიკა. ამის მომსწრე ვყოფილვართ, ყველა ხელისუფლების პირობებში. და დიახ, საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას მსოფლიოში, დასავლეთის პოლიტიკა არ ყოფილიყო უშეცდომო. მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ ავად თუ კარგად, მრავალი წელია, დასავლეთი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას. მათზე უკეთესი მეგობარი არ გვყავს. 3. სტრასბურგის გადაწყვეტილება უსიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება მედია სივრცისთვის. მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილბებში, ესაა ფაქტი, რომელსაც უწევთ, შეეგუონ. 4. საკუთარი ქვეყნის ინტერესებს კი, ვერავის მივაბარებთ, ამიტომ არის ფხიზელი, აქტიური საზოგადოება აუცილელებლი, ისეთი, როგორიც ვნახეთ 20 ივნისს. 5. დასავლეთი არ ირჩევს ჩვენს ხელისუფლებას-ჩვენი საქმეა. თუ რამე არ მოგვწონს, მათ შორის რუსთავ2-ის ამბავი, პასუხი ერთია-სრული კონსოლიდაცია ბიძინას წინააღმდეგ და კოორდინირებული მოქმედება, რომ დასავლეთის პოლიტიკაც უფრო ეფექტიანი გახდეს. ამ პოლიტიკას ხომ ჩვენც ვქმნით, მათთან ერთად” 

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე სამადაშვილი – ევროპული საქართველო

სოციალური ქსელი

იტვირთბა....