aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სეფა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის ეზოში, სადაც სეფაა გაშლილი, ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება.

რადიო ათინათის ინფორმაციით, სუფრა რომელიც ეზოშია გაშლილი მრევლის მიერ არის მოწყობილი და ის ჩვეულებრივი ტრაპეზია. მოქალაქეები, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას შემდეგ სუფრას უსხდებიან.

ხელმოწერებს საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” აგროვებს. მისმა ხელმძღვანელმა, გურამ ფალავანდიშვილმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის პარალელურად ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან ამიოღონ ტერმინები: “გენდერული იდენტობა და გამოხატვა” და “სექსუალური ორიენტაცია”

მშენებარე ტაძრის ეზოში გაშლილ სუფრას პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შეუერთდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველად იმყოფება. ვასაძეს სუფრის წევრები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

ფოტოები: livepress

იტვირთბა....