aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მრგვალ ბაღთან, სადაც კალაძე და ბახტაძე იმყოფებოდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვაკის მრგვალ ბაღთან, სადაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რეაბილიტურებული ბაღი გახსნა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათ სიმბოლურად თვალზე ხელი ჰქონდათ აფარებული. აქტივისტთა ნაწილს ასევე თვალზე სახვევები ეკეთათ წარწერით: “საქართველოს 20 % ოკუპირებულია”.

აქტივისტების თქმით, კახა კალაძე არის პარტია “ქართული ოცნების”გენერალური მდივანი და პასუხისმგებლობა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მანაც უნდა აიღოს.

მათივე განცხადებით, მანამდე, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

იტვირთბა....