aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სტრასბურგმა გოგოლაძის წამებისა და არაადმიანური მოპყრობის საქმეზე საქართველო გაამტყუნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნოდარ გოგოლაძის წამებისა და არადამიანური მოპრყობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო გაამტყუნა. სასამართლომ ქვეყანას მომჩივანისთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმეში გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ნოდარ გოგალაძე. ის ჩივის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მისი დაპატიმრების შემდეგ და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე. მისი საქმის გამოძიება რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ შეწყდა.

საქმე ეხება ბორჯომის პოლიციის მიერ მის დაპატიმრებას 2008 წლის 13 თებერვალს და მის მოხვედრას თბილისის ნომერ მეხუთე საპყრობილეში. მას თავის არეში კოპი და ცხვირის არეში სიწითლე ჰქონდა.

“მომჩივანი თავიდან ამბობდა, რომ არ ჩიოდა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა თბილისის მერვე საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ მან პროკურორს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხუთმა პოლიციელმა მას თავის არეში ურტყა”, — წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გოგალაძე ჩივის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალველი დასამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების უზრუნველმყოფელი მუხლებით.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს კიდევ 2 საკითზხე გამოიტანა განაჩენია ესაა რუსთავი 2-სა და ე.წ. კორტების საქმე.

იტვირთბა....