aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ყველას ყველაფერი გვახსოვს, აქციაზე იმიტომ ვდგავარ, რომ ძველი ტირანია აღარ განმეორდეს” – კალატოზიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აბსოლუტურად ყველას ყველაფერი გვახსოვს. იმიტომ ვდგავარ, რომ მსგავსი არაფერი აღარ განმეორდეს, – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანკა კალატოზიშილმა, “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა.

კალატოზიშილის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში მათ ხმის ამოღება დააგვიანეს და მსგავსი შეცდომები უკვე გამოციდლი აქვთ.

“იმ დროსაც ალბათ სადღაც დავაგვიანეთ შეფასება, სადღაც დავაგვიანეთ ხმის ამოღება და რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ვქმნით ამ რეჟიმებს. ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გვაქვს.

როცა მეუბნებიან, რომ არ მახსოვხარო, თქვენი თავი ხომ გხსოვთ? ძალადობას ხომ ეწინააღმდეგებოდით იმ დროს? მე თუ არ გახსოვარ, იქნებ მეშინოდა, ხმას ვერ ვიღებდი?! ათასი ვერსიაა. იძახიან, რომ ტირანია იყო და მეუბნებიან, რომ ისევ ისე უნდა მოვიქცე, როგორც იმ დროს ვიქცეოდი, მაშინ რა აზრი ჰქონდა ცვლილებას თუ ისევ ისე უნდა მოვიქცეთ?! მომეცა თავისუფლება, მომეცა ხმის ამოღების უფლება”, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

იტვირთბა....