aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რუსები სასულეში გვყავს ჩავარდნილი და, ერთი სული გვაქვს, როდის ამოვახველებთ” – კახაძე

“რუსები სასულეში გვყავს ჩავარდნილი და, ერთი სული გვაქვს, როდის ამოვახველებთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ჩვენი მომავალი თაობა ნელ-ნელა ამოახველებს მათ. შეხედეთ, ისინი შესანიშნავად ფლობენ ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, რუსულს კი – ნაკლებად. მე რასისტი კი არ ვარ, რუსები კი არ მძულს ყველანი, როგორც ინდივიდები, არანაირად, მაგრამ მათ მაოხდინეს ჩემი ქვეყნის, ჩემი აფხაზეთის ოკუპაცია, ამაშია საქმე, მაგრამ ხომ ხედავთ, ჩვენ უკვე 27 დღეა, რაც ვახველებთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

ლადო კახაძე, მტაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი
“პალიტრანიუსის” ეთერი

იტვირთბა....