aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.

ამასთანავე, მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....