aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალექსანდრე სიმონიშვილს, ინგა გრიგოლიაზე გაკეთებული კომენტარის გამო, “პატრიოტთა ალიანსი” დაატოვებინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსიდან” ხაშურის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტია დაატოვებინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ინგა გრიგოლია ავრცელებს და პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს უხდის მადლობას.

“დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,,რიგები ამ კაცს,მას მერე ,რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი-ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია.
თავად ინაშვილი კი აცხადებს, რომ ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციასა და მისი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას.

“ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი,, მივიღეთ გადაწყვეტილება – ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა”. – აცხადებს ინაშვილი.

,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!” – დაწერა სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრმა.

როგორც გრიგოლია ამბობს, როცა სათანადოდ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები , მერე სხვებიც იტაცებენ.

იტვირთბა....