aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის გადამწყვეტ ეტაპზე გადავედით” – დოლიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის წევრები ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძეც ესწრებოდნენ.

„დღევანდელი შეხვედრა მანიშნებელია, რომ ვაპირებთ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობა და ვიბრძოლოთ, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე კეთილსინდისიერი ხალხი მოხვდეს. გვიხარია, რომ ეს პარლამენტი გახსნილია არა მხოლოდ გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელსაც ხვდებოდა ირაკლი კობახიძე, არამედ ხალხისთვის. ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე მე, ნაზი ჯანეზაშვილი მობილიზებული ვართ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ კანონმდებლობის ფარგლებში, რომ კეთილსინდისიერი და გამორჩეული ადამიანები შეირჩნენ უზენაესი სასამართლოსთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება მოსამართლე ილონა თოდუას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა 50 კაციან სიაშია, ანა დოლიძე ამბობს, რომ საქართველოში მათ შორის პარლამენტში, ხშირად შეიმჩნევა თვალთმაქცური ჩუქებების ნიშნები.

„შემთხვევა ყოფილა პარლამენტშიც, როცა მამამ აჩუქა, ეს არის თითქოს, კორუფციული გარიგების გადაფარვის საშუალება. ამ მოსამართლის შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვალთმაქცურ ჩუქებას. უცნაურად ემთხვევა შემოსავლის მიღება საცხოვრებელი ქირის მეშვეობით და მისი მხრიდან ბინის გადაფორმების ფაქტი. ამას შესწავლა სჭირდება, მაგრამ აღნიშნული ტენდენცია გავრცელებულია, მათ შორის პარლამენტში. აღმოჩნდება, რომ გული გაეხსნებათ და მოუნდებათ, მშობლებმა აჩუქონ ბინები და ათასობით დოლარები. ამგვარ გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს“, – განაცხადა დოლიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასრტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი, საბჭოდან იღებდა.

 

იტვირთბა....