aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლოგიკური იქნება, თუ მოქმედი პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს” – უსუფაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა უზენაესს სასამართლოში რამდენიმე ადამიანი განამწესოს და ვაკანსიების უმრავლესობა მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად დატოვოს – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

“სასამართლოში კრიზისმა თავის მწვერვალს გასული წლის ბოლოს მიაღწია. მას შემდეგ არის გარკვეული მცდელობები, რომ კრიზისი გამოსწორდეს, დაიძლიოს, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური მცდელობები, ვინაიდან სასამართლოში საქმეებს განაგებენ იგივე ადამიანები, ვინც სისტემა შეიყვანა იმ კრიზისში, რაც გასული წლის ბოლოს ვნახეთ. ამ ეტაპზე, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესების საკითხია დასმული, მგონია, რომ პარლამენტს შეუძლია, მართლაც რეალური ნაბიჯი გადადგას წინ და აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მას ეკისრება – კერძოდ, სასამართლოში განამწესოს რამდენიმე ადამიანი და ვაკანსიების უმრავლესობა დატოვოს მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ქვეყანას იმიტომ სჭირდება, რომ ვითარება ყველა მიმართულებით გამოსწორდეს და არა მხოლოდ პარლამენტი იყოს უკეთესი, არამედ უკეთესი იყო ნებისმიერი გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო საკითხებში.

“ლოგიკური იქნება თუ ეს პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს, რაც სასამართლოს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. წელიწადნახევარში ჩვენ შევძლებთ უზენაესი სასამართლოს ისე დაკომპლექტებას, რომ გაჩნდეს ნდობა. დღეს ეს ვერ მოხდება, თუკი პარლამენტი ყველა ვაკანსიის შევსებას გადაწყვეტს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

იტვირთბა....