aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

გვარამია – ჩვენი შეფასებით მცდარი აზრი კითხვის ნიშნებსაც ვერ აჩენს ვერძეულის დამსახურებებთან დაკავშირებით ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლაში

“ზოგადი მსჯელობა რომ არ იყოს, საკუთარი გამოცდილებიდან მოვყვები ნაღდს და ფაქტებით გამყარებულს. Sopho Verdzeuli ძალიან ბევრჯერ, როცა რ2ს უჭირდა, იყო ერთადერთ სწორ პოზიციაზე, იდგა მყარად და იბრძოდა ჩვენს სამართლიან ბრძოლაში ჩვენს მხარდამხარ. არასამთავრობო სექტორი ერთერთი მთავარი ფაქტორი მგონია, რატომაც დღეს ჩვენ ვართ ეთერში, და, ზოგადად, რატომაც ჯერ კიდევ ფეთქვას დემოკრატია და დასავლური ღირებულებები რუსული ოლიგარქიის მიერ დაპყრობილ საქართველოში. სოფო ვერძეული არასდროს არ ყოფილა ბოლო როლებზე ამ საქმეში, პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ლიდერია. ჩემი აზრით, ცხადია.

რაც შეეხება მის მოსაზრებას 20 ივნისის თაობაზე, კატეგორიულად არასწორი, მცდარი, დაუსაბუთებელი, ლოგიკურ ჯაჭვ დარღვეული და ფაქტების დამახინჯების შემცველია. ესეც, ჩემი აზრით.

მაგრამ ჩვენი შეფასებით მცდარი აზრი, თუნდაც ძალიან მცდარი, თუნდაც ძალიან მინშვნელოვან საკითხზე და თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, არ აუქმებს კი არა, კითხვის ნიშნებსაც ვერ აჩენს სოფო ვერძეულის ძალიან სერიოზულ დამსახურებებთან დაკავშირებით ქართული დემოკრატიისა და დასავლური ფასეულობებისთვის ბრძოლაში. ესეც, ცხადია, ჩემი აზრით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა, სადაც განაცხადა, რომ აქციის დღეს ნიკა მელიამ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა;

იტვირთბა....