aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანადაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ ბავშვს ჰქონდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ღრუში და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ავარიას არასრუწლოვნების მშობლებიც ემსხვერპლნენ. კლინიკებში ამ დროისთვის სულ 10 დაშავებული რჩება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

იტვირთბა....