aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

ვერ სწავლობს ჭკუას და რა ქნას, დისკუსიების ჩახშობას მიაჩვიეს ცუდად – ჩერგოლეიშვილი უგულავაზე

“ამას ხომ არ დაუდგა დისკუსიის დრო – მერე უცებ გამოქანდება და ან ჯართს დაუძახებს მიშას, ან სკამს დალეწავს, ან უკლასოდ და უარგუმენტოდ გამოლანძღავს

ცივილიზებული დისკუსია, პერსონალური ეპითეტების გარეშე მელიას მოწოდებაზე უდროოა აბა რა.

ვერ სწავლობს ჭკუას და რა ქნას – დისკუსიების ჩახშობას მიაჩვიეს ცუდად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას. 

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;

სწორედ კახიძეს განცხადებას გამოეხმაურა უგულავა და განაცხადა, რომ ახლა კინკლაობის დრო არ არის.

იტვირთბა....