aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზელენსკისა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველად, ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის ინიციატივა უკრაინის მხრიდან იყო.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს დონბასში კონფლიქტის დარეგულირების საკითხი.

პესკოვის თქმით, ზელენსკი და პუტინი შეთანხმდნენ, იმუშავონ ექსპერტების დონეზე იმ ადამიანების დაბრუნებისთვის, რომლებიც ორივე მხარეს ჰყავს დაკავებული. ასევე, განიხილეს კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობაზე ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში.
წყარო – ipn.ge

იტვირთბა....