fbpx
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დემოკრატიის იმ დონისა და ვითარებისთვის, რომელიც ამ რეგიონშია, სადაც ვიმყოფებით, აუცილებელია უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა” – თალაკვაძე

ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ბრძოლას დემოკრატიისთვის და პროგრესისთვის მოაქვს ასევე კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა.

„გაჟღერდა საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზავნილები, რაც გულისხმობს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსს, გულისხმობს საქართველოსთვის სპეციალური ინსტრუმენტების შემუშავებას და უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, რადგან დემოკრატიის იმ დონისა და ვითარებისთვის, რომელიც იმ რეგიონშია, სადაც ვიმყოფებით, აუცილებელია უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ბრძოლას დემოკრატიისთვის და პროგრესისთვის მოაქვს ასევე კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

სხვა ამბები

“მაჩალიკაშვილის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელება იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი”

newsadmin

“პასუხისმგებელი პირები გაურბიან იმ შეკითხვაზე პასუხს, თუ ვინ გასცა ბრძანება”

newsadmin

“თავის დროზე თადუმაძეს მივეცი ხმა”

newsadmin

„პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი” – პროკურორმა სალომე ადეიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა

newsadmin

“რუსთავი 2-ის” საქმე ბრწყინვალედ გამოიძია ქართულმა სასამართლომ”

newsadmin

პუტინი და ერდოღანი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

newsadmin
იტვირთბა....