aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს. მათი თქმით, ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს ვიდეო მასალა, სადაც ირაკლი მეზურნიშვილი ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დახურულ შეხვედრას მართავს.

„გავრილოვი მიიყვანეს პარლამენტში, ჩააგდეს აი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თავმჯდომარის სკამზე და რაც მოჰყვა გავრილოვის ღამეს, აი, ამათი შემოქმედებაა. აი, ამათ დააბრმავეს ეს ბავშვები. მეზურნიშვილმა სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს, სულში ჩააფურთხა ზაზა დამენიას ჩემს მეგობარს, სულში ჩააფურთხა გიორგი ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს, ყველას სახეში შეგვაფურთხა მეზურნიშვილმა, იმიტომ, რომ ეს არის ერის სირცხვილი, ამან გააკეთა მოღალატეობრივი ქმედება,“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი  საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

იტვირთბა....