aviabiletebi
მთავარი ციტატა

მე ქედს ვიხრი ამ ახალგაზრდა ადამიანების წინაშე რადგანაც ისინი ამდენი დღის განმავლობაში აქციაზე დგანან – ბუბა კიკაბიძე

რატომ მოჰყვა ამხელა პროტესტი სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნას?პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი გვარი იციან. ის ერთერთი პირველი იყო, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლად გამოცხადებას დაუჭირა მხარი. მერე მეორე, იმ დაწყევლილი ომის დროს ძალიან ბევრი ჩვენიანი დაიღუპა. მესამეც, არავინ არ იცოდა, რომ ისინი ჩამოდიოდნენ. მე მეორე დღეს გავიგე, რაც ხდებოდა. ქალაქში არ ვიყავი და მერე ჩამოვედი. არის ასეთი ცუდი სიტყვა – ოკუპაცია. და ახალგაზრდები მივიდნენ იქ. ვიღაცამ ხომ დასვა ის იმ სავარძელში? მე ქედს ვიხრი ამ ახალგაზრდა ადამიანების წინაშე რადგანაც ისინი ამდენი დღის განმავლობაში იქ დგანან და ჯერჯერობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წასვლას არ აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა მსახიობმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ “დოიჩე ველეს” რუსულენოვან ოფისთან საუბრისას.

იტვირთბა....