aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე – აქციის ორგანიზატორებში უთანხმოება არ ყოფილა, მისია შევასრულეთ და გახარია რატომ უნდა დავიცვათ?

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.

ბრეგაძის თქმით, ლევან ვასაძეს, სასულიერო პირებსა და სხვა ორგანიზატორებს სხვადასხვა აზრები ქონდათ თუ როგორ გაგრძელებულიყო აქცია, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მისია შეასრულეს და აქციის გაგრძელება აღარ იყო საჭირო.

“ჩვენ შორის უთანხმოება არ ყოფილა. ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ უთანხმოება ნამდვლად არ ყოფილა ჩემსა და ბატონ ვასაძეს შორის. სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობ, შევასრულეთ ჩვენი მისია და ჩავშალეთ გეი-აღლუმი. დანარჩენი, ჩვენ მთვრობის დამცველად ნამდვილად ვერ დავდგებით, ვერ დავდგებით მთავრობას, ბოკერიას პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. როდესაც ორი ამტერიალისტი იბრძვის ერთმანეთთან, მაშინ იდეალისტია გამარჯვებული. ამ შემთხვევაში, როდესაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ებრძვის, ქართველი ერია გამარჯვებული. გეი-აღლუმის ჩაშლის მოტივით გამოვედით და ერთი დღე ხელისუფლება ამოვასუნთქეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ხელისუფლების დამცველად დავდგებით, ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, გახარიას დაცვა მათი საქმე არაა და ის “ოცნების” წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან.

“უშუალოდ ჩვენ აქციაზე ყველას საკუთარი მოსაზრება ქონდა – მე ჩემი, ბატონ ლევანს თავისი, სასულიერო პირებს საკუთარი მოსაზრება ქონდათ და შემდეგ შეჯერდა ეს პოზიციები. ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ და აღარ არის საჭირო სხვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეს ადამიანები გახარიას გადადგომას ითხოვენ. ბატონი გახარია ხელისუფლების წარმომადგენელი, ხოლო ხელისუფლებაშია “ოცნება”. იქ რომ არიან გაზულუქებული ადამიანები, რომლებიც ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებენ, გამოვიდნენ და დაიცვან თავიანთი მინისტრი, ჩვენ რატომ უნდა დავიცვათ?”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს “თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” ჩატარება დააანონსა, რასაც მყისიერად მოყვა რეაქცია. კერძოდ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები, “ქართული მარში”, სასულიერო პირები და “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ “ღირსების მარშის” ჩატარებას. აქციის მონაწილეებმა დაიკავეს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც 18 დღის განმავლობაში იმართებოდა ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია”.

საბოლოოდ, “ღირსები მარში” გაიმართა. ლგბტქ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ.

დაახლოებით 1 საათში “ღირსების მარში” დასრულდა, მაგრამ მათი მოწინააღმდეგეები კვლავ რჩებოდნენ პარლამენტის წინ. აქციის ორგანიზატორთა ნაწილი და სასულიერო პირები უკვე ანტისაოკუპაციო აქციის დაშლას ითხოვდნენ – მათ შორის იყო სანდრო ბრეგაძეც. თუმცა, აქციის ორგანიზატორების ნაწილი მოთხოვნას არ იზიარებდა.

საბოლოოდ, “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქცია დაიშალა და პარლამენტის წინ კვლავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები იმყოფებიან.

იტვირთბა....