aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება” – ჭიჭინაძე ხაზარაძის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის

„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის, რადგან, დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ – შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება, როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით.

თუმცა, ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წართმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

იტვირთბა....