aviabiletebi
მთავარი ციტატა

“შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა, მაგრამ არ დავთმობთ საჯარო სივრეებს” – თაბაგარი

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს ყველას. ბევრი რაღაც დაგვაბრალეს, თითქოს პრაიდის უკან არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ საქმეს ვაკეთებთ. ეს არის სირცხვილი. შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა. ლევან ვასაძე დღემდე აქციებს მართავს, სახელმწიფო კი ჩვენ გვერდზე არ დაგვიდგა. „ღირსების მარში“ შედგა, არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს, საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გამოვედით იმ რაოდენობით, როგორც დაგეგმილი იყო, ეს მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველწლიურად გავიზრდებით“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი თაბაგარი, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი

 

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისში კახეთის გზატკეცილზე “თბილისი პრაიდი” “ღირსების მარშს” მართავს. მათი მოთხოვნაა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

იტვირთბა....