aviabiletebi
მთავარი ციტატა

ეს არ ჯდება ქართველი მამაკაცის ლექსიკაში – თურნავა

მე არ მეგულება, ვისაც შეიძლება მოეწონოს ეს საქციელი, ეს უხამსი, მავნებლური, ყოველგვარ ზღვარს გადასული პროვოკაცია. ეს არანაირად არ ჯდება ჟურნალისტურ ეთიკაში და არც ქართველი მამაკაცის ლექსიკაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რუსთავი 2 -ის ეთერში გიორგი გაბუნიას მიმართვას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....