aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სპორტი

რაგბიში, რუსეთსა და საქართველოს შორის მატჩი შესაძლოა გადაიდოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაგბიში, საქართველოსა და რუსეთს შორის ამხანაგური შეხვედრა, რომელიც თბილისში 21 აგვისტოს უნდა გამართულიყო, შესაძლოა არ შედგეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალება RT იუწყება.

ამის ერთ-ერთ მიზეზად, რუსული მხარე პუტინის განკარგულებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყდა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც შესაძლოა აღნიშნული ამხანაგური მატჩი არ შედგეს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვურმა სარაგბო კლუბმა “სლავა” კონტრაქტი შეუწყვიტა ორ ქართველ მორაგბეს, რომლებმაც თვალზე ხელის მიდებით მხარი დაუჭირეს საპროტესტო აქციას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” ორ კვირაზე მეტია მიმდინაროებს. თავდაპირველად, აქციის დაწყება რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართმადიდებლობის საერთაშორისო ფურიმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნამ გამოიწვია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზმა დაშალა, აქციაზე სამი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს შს მინისტრი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული სისტემით და გათავისუფლდეს აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი.

ამჟამად ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – მომიტინგეები მხოლოდ გახარიას გადადგომას ითხოვენ.

 

იტვირთბა....