aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ გვჭირდება, საპატრიარქომ მოუწოდოს საზოგადოებას, რომ ძალადობა არ არის მისაღები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც აშშ-ის საელჩოსი გაიმართა, ოფიციალურ პირებთან ერთად, სასულიერო პირები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნულის ამსახველი ფოტო On.ge-მ გაავრცელა.

როგორც შემდგომში გიორგი თაბაგარმა მედიასაშუალებას უთხრა, მათ ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად ჰქონდათ და ეს შანსი გამოიყენეს.

“ეკლესიასთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად გვქონდა. დიდი ხანი ვცდილობდით მათთან შეხვედრის ორგანიზებას სხვადასხვა საელჩოების გავლით, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გვინდოდა თქმა, რომ ჩვენ შეიძლება ღირებულებებით და მსოფლმხედველობით ვცდებით ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთად შეგვეძლოს თანაცხოვრება. ჩვენ გვჭირდება, საპატრიარქომ მოუწოდოს საზოგადოებას, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში ურთიერთობების დროს არ არის მისაღები ფორმა, მავნებელია როგორც ამ საზოგადოებისთვის, ისე საპატრიარქოსთვის და 17-მა მაისმა კარგი არაფერი მოუტანა მათ შორის საპატრიარქოს. მოძალადე მღვდლების ხილვა შორსაა იმ ღირებულებებთან და საწყისებთან, რომელსაც ეკლესია უნდა ეფუძნებოდეს. იმისთვის, რომ ეკლესია გადარჩეს, მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ მშვიდობისკენ მოწოდებულები”, — უთხრა On.ge-ს გიორგი თაბაგარმა.

იტვირთბა....