aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“პოლიციელი რომ იყოთ, დალოდებოდით ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა!” – მეზვრიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი საკითხი არ არის, იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ასეთი ბრძანება. მე საკითხს ასე დავაყენებდი – იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ პოლიცია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვინაიდან მათ თავს ესხმოდნენ.

ცოტა შორიდან დავიწყებ საუბარს, ვინაიდან ამ საკითხზე კომენტარს პირველად ვაკეთებ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ის, რაც მოხდა იყო ძალიან მძიმე არამარტო იქ მყოფი ადამიანებისთვის, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, არამედ ქართული პოლიციისთვისაც და პირადად ჩვენთვისაც. დარწმუნებული ვარ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ოკუპაცია – ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე საკითხი, აღელვებს არამარტო იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ, არამედ თითოეულ პოლიციელს. ის, რაც საზოგადოებამ იხილა, გარკვეული ფაქტები, სადაც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება გამოიკვეთოს, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. შეიძლება სუბიექტური ვიყო შეფასებაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე საქმეა, საკამოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი. ალბათ, უმჯობესია, ეს კითხვა პროკურტატურას დაუსვათ. მასშტაბური ღონისძიება იყო, უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, უამრავი კამერის ჩანაწერია ამოსაღები, ასობით და ათასობით ადამიანია დასაკითხი, რომელიც იქ იყო და ძალიან ბუნებრივია ის, რომ 24 და 48 საათში გამოძიება ვერ დასრულდება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, მინისტრის მოადგილე პირდაპირ არ პასუხობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაციები მოვისმინე, გარკვეული ადამიანების მხრიდან არის რაღაც მცდელობა, მინისტრის სახელის დისკრედიტაცია მოხდეს და პოლიციის თანამშრომლების, რიგით პოლიციელებს ვგულისხმობ, ასევე დაშინების და რაღაც დაძაბულობის შემოტანის სისტემის შიგნით. მთავარი საკითხი არ არის, იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ასეთი ბრძანება. მე საკითხს ასე დავაყენებდი, იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი. როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, ხედავდით როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს, როგორ ხდებოდა განიარაღება, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა! კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება. იყო გარკვეული ქმედებები, რომლის კანონით ბრძანების გარეშე განხორციელება წარმოუდგენელი და შეუძლებელია, იყო გარკვეული ქმედებები პოლიციელების მხრიდან, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას დაუყოვნებლივ მოქმედების შესაძლობლობა აქვს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები, რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემოქურებოდა, რომელთაც კორდონებიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნედნენ და ურტყამდნენ, ამ ადამიანების რაღაც სახალხო წესით გასამართლება მოხდეს. მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტებიც ვიხილეთ, სადაც შესაძლო გადაცდომები იკვეთება. მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, რომ იქ, სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო, შესაბამისი შედეგი დადგეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....