aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე” – ციხელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების შეფერხებით მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს

„სხვადასხვა არხების, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება – არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რომ რუსული ბარიერები დაეძლია. ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

„აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

იტვირთბა....