aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა, არ შეესაბამება რეალობას – საგარეო საქმეთა სამინისტრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები – გარკვეული პაუზის შემდეგ – გაგრძელდა ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე და მორიგი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქში, რომელიც ჩატარდა კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში -სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან. შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე, – ამის შესახებ “მეტრონომს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა, არ შეესაბამება რეალობას.

“ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე. საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი – როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის – წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა, არ შეესაბამება რეალობას; ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად არ ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს ქვოზე“. აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და სოციალურ ქსელებში აქტიურ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო საჯარო განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს პროცესი. როგორც პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი”, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, აზერბაიჯანელებმა ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყეს.

იტვირთბა....