aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაზრის კვლევის თანახმად, ნაძვის ხის შეძენა ახლა უფრო იაფია – ახალციხის მერია 60 000 ლარად ნაძვის ხეს ივლისში ყიდულობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ივლისში ნაძვის ხეს ყიდულობს. მერიამ ელექტონული ტენდერი 1-ელ ივლისს გამოაცხადა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 9 ივლისია. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს და შესაბამის დოკუმენტს ავრცელებს.

მუნიციპალიტეტი ზაფხულში ნაძვის ხის შესაძენად 60 000 ლარის გადახდას აპირებს.
როგორც “მეტრონომს” ახალციხის მერიაში განუცხადეს, ბაზრის კვლევის თანახმად, 15-მეტრიანი ნაძვის ხის შეძენა ამ პერიოდში გაცილებით იაფი დაჯდება.

“გავითვალისწინეთ რა, წინა წლებში მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან სოციალურ ქსელებში გამოთქმული სურვილები და მოსაზრებები, ქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის საჭიროებაზე, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მის შეძენასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას, მას აქვს გარკვეული სახის პროცედურები და ვადები. მუნიციპალიტეტი ნაძვის ხესთან ერთად, ასევე მისი დიზაინისა და მორთულობის შესყიდვასაც აპირებს, რომლის მონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დეკემბრის თვეში უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კვლევის გათვალისწინებით, ამ პარამეტრების მქონე ნაძვის ხის შეძენა, გაცილებით იაფია ახლა, ვიდრე წინასაახალწლო პერიოდში.

გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიზანია, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ 2020 წელს ქალაქი სათანადოდ მორთული და გალამაზებული შეხვდეს”, – განგვიცხადეს მერიაში.

იტვირთბა....