თქვენ 20 ივნისიდან ვეღარ იქნებით ლეგიტიმური მინისტრი, თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი, ჯობს გადადგეთ”, – ასე მიმართა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრაზე, სადაც გახარია ტელევიზიის ჟურნალისტებს ხვდება.
ბაღაშვილმა მიმართვის შემდეგ დატოვა შეხვედრა.