ახალი ამბები მთავარი სამართალი

საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია და ა.შ. – მელიას აკრძალვები დაუწესეს

ცოტა ხნის წინ სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას გირაო შეუფარდა. თუმცა, სასამართლომ მელიას რამოდენიმე აკრძალვაც დაუწესა. კერძოდ, ნელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

იტვირთბა....