როგორც “მეტრონომს” პროკურატურაში განუცხადეს, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ნიკა მელიას თაობაზე სასამართლოს აღკვეთის ჩანიშვნაზე.
“ახლა მივმართეთ სასამართლოს ნიკა მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე”, – განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.