მთავარი პოლიტიკა ციტატა

მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი – მელია

“კოლეგებს ვთხოვე და შემისრულეს, დღეს მე აქ ვარ მარტო და თქვენ ხართ ბევრნი, მე დღეს ამაყი ვარ და თქვენ არ ხართ ამაყები, მე ვარ თავისუფალი და თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის სიამაყით ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი და თქვენ ძალიან ცოტა გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვით.

მგონია, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მჯერა, რომ თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ; შემიძლია, თითოეულ თქვენგანს თვალი თვალს გაგისწოროთ და თქვენ არ შეგიძლიათ, ეს იგრძნობა ამ დარბაზში.

დიახაც, მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი. დღეს თქვენ განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ თქვენს ბედს და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ, ამიტომ, წარმატებები”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია;

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარი დაუჭირეს.

ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც გაიმართება კენჭისყრა და საბოლოოდ გადაწყდება შეუჩერდება თუ არა მელიას დეპუტატის მანდატი.

იტვირთბა....