aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

“ის რაც ახლა პარლამენტში ხდება, ეგ ხდება ქართულ სასამართლოში ყოველ დღე, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული”

“ის რაც ახლა პარლამენტში ხდება, ეგ ხდება ქართულ სასამართლოში ყოველ დღე, ბევრი წელია, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული;

არაფრის საუბარს, არაფრის ახსნას, არაფრის კეთებას აზრი რომ არ აქვს;

არანაირი აზრი!

სისტემამ უკვე გამოიტანა განაჩენი და სისტემის უსახური ჭანჭიკები წინასწარი შეცნობით უბრალოდ მონაწილეობენ სპექტაკლში;

ყველა თავის უბადრუკ როლს ასრულებს;

საღამოს წავლენ და შვილებს ჩაეხუტებიან;

ათწლეულებია ასე იქცევიან და ასე ცხოვრობენ ამ ქვეყანაში მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები;

დღეს ამ როლის შესრულება მოუწიათ პარლამენტარებს;

ზემოთ ასე გადაწყდა;

თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში, პოლიტიკური ცვლილებით უბრალოდ სისტემის სათავეში კი არ უნდა შევცვალოთ ხალხი – ეს სისტემა მართლა უნდა დავანგრიოთ!;

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე; სოციალური ქსელი;

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარი დაუჭირეს.

ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც გაიმართება კენჭისყრა და საბოლოოდ გადაწყდება შეუჩერდება თუ არა მელიას დეპუტატის მანდატი.

იტვირთბა....