aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების გადასარჩენად

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახალ რუსულ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ.

მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების გადასარჩენად.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მიერ სარაკეტო შეთანხმების დარღვევას და ჩვენ შესაძლო პასუხს. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების შენარჩუნების დრო. თუ მოსკოვი შეთანხმებას არ დაიცავს, საჭირო იქნება ჩვენი პასუხი. რუსეთის მიერ რაკეტების განთავსება ნატო-სთვის მნიშვნელვანი საკითხია, რადგან ამ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ. ახალი რუსული რაკეტები არღვევს „ბირთვული ძალების“ შეთანხმების პირობებს. ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ გადარჩეს ეს შეთანხმება, ვადა ორ აგვისტომდეა.

დღემდე ჩვენ სერიოზული ცვლილება რუსეთის ქმედებებში არ შეგვინიშნავს. ვგეგმავთ ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის ჩატარებასაც. ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ, თუ როგორ დავაბრუნოთ რუსეთი უკან შეთანხმებაში. ნატო-ს ზომების ფართო სპექტრი აქვს. ჩვენ, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმების პირობები.

ჩვენ ახლოს ვართ ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად ისე, როგორც არასდროს და გავაგრძელებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ასევე ავღანეთის არმიის დახმარებას. ავღანეთში რეალური სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს. მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა მშვიდობისთვის. აშშ-ის მომლაპარაკებელი მუდმივ კონტაქტზეა ნატო-სთან, რადგან „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მხოლოდ აშშ არ მონაწილეობს და მასში მონაწილეობას იღებენ ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები. მშვიდობის მიღწევა ადვილი არ არის, მაგრამ ნატო ცდილობს საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....