aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი პასუხს ვერ აგებს”

„ყველგან დანაშულია პოლიციელის შეურაცხყოფა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები, მითუმეტეს, ეს ქმედებები ხდება პარლამენტის შტურმის და აღების ფონზე. ეს ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რამდენად იყო ამაში დამნაშავე კონკრეტულად ნიკა მელია, ანუ რამდნად იყო მისი დანაშაულის შემადგენლობა წარმოდგენილი, ეს სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პაასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, ჩვენმა პოლიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მან შტურმი აღკვეთა პარლამენტზე. როდესაც მან აღკვეთა ის ძალადობრივი ქმედებები, რომლითაც პირდაპირი იყო ძალადობა და თავდასხმა პოლიციელებზე. ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ძალაუფლების გადამეტების ნაწილში გეთანხმებით, რომ მოხდა ძალაუფლების გადამეტება, ოღონდ კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. ვერ შემოვალ სამართლებრივ განხილვაში, მაგრამ ერთი შემიძლია პოლიტიკურად შევაფასო – პოლიციამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ შს მინისტრმა უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, ჩვენთან ყველა თანასწორია კანონის წინაშე”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფიო კილაძე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

იტვირთბა....