ომბუდსმენი: აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი: აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება

“20 ივნისის საღამოს, ყველა იქ მყოფი პოლიტიკოსის ვალდებულება იყო, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასთან შეტაკება, რაც ადამიანების დაშავებას აუცილებლად გამოიწვევდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ ვეცდებით საქმის[ნიკა მელიას საქმე] მასალებს გავეცნოთ. ასევე, ნიკა მელიას ალბათ ადვოკატი ეყოლება და მასაც მოვუწოდებ, რომ ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდოს რასაც მას პროკურატურა გადასცემს. მასალებს შევისწავლით და აღნიშნულ საქმეს მონიტორინგს გავუწევთ.
იმიტომ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა ვნახო იმისთვის, რომ დავადგინოთ ის მუხლი და განზრახვა თუ ჯგუფურია თანამზრახველები უნდა ინახოს. მასალებს და მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ და შემდეგ ვიტყვი რამდენად არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პარლამენტი ორი კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....