aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ავირჩევდი „ღია სიებით რეგიონულ პროპორციულს“ – უსუფაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით ნულპროცენტიანი ბარიერით.

უსუფაშვილის პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:

“შექმნილ ვითარებაში დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშეა დასამაგრებელი ივანიშვილის წინადადება უბარიერო პროპორციულის თაობაზე. ამაზე უკეთესს ვერ მივაღწევთ. მეტიც, ყველა ფაქტორის, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის საჭირო 5 თვისა და სამი 113 ხმიანი კენჭისყრის, გათვალისწინებით ამის მიღწევასაც კი უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

იქნება მომავალი პარლამენტი ფრაგმენტირებული? ეს იქნება საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობის ადეკვატური ასახვა და ხვალინდელი უკეთესობის წინაპირობა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დამფუძნებლი კრების არჩევაზე ვლაპარაკობთ…

რაც შეეხება „საარჩევნო-სისტემურ გემოვნებას“, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ავირჩევდი „ღია სიებით რეგიონულ პროპორციულს“:

ყოველი პარტია ერთ ლიდერიანი ერთი ეროვნული სიის ნაცვლად წარადგენდა ათ რეგიონულ სიას ათი ლიდერით. ყოველი რეგიონის ამომრჩეველი მისთვის სასურველ პარტიულ სიაში შემოხაზავდა მისთვის სასურველ კანდიდატს. თუ პარტია რეგიონში მიიღებდა 3 მანდატის სამყოფ ხმებს, ეს მანდატები გადაეცემოდათ სიაში სხვებზე მეტი ხმების მომტან 3 კანდიდატს და არა პარტიის მიერ პირველ 3 ადგილზე ჩასმულ კანდიდატს. რეგიონებში გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდებოდა ეროვნულ საკომპენსაციო სიებზე რეგიონებიდან მოგროვებული ხმების ნაშთების მიხედვით.

ეს სისტემა გააძლიერებდა ამომრჩევლის პირდაპირ გავლენას პარლამენტის შემადგენლობაზე; შეასუსტებდა პარტიული „ლოკომოტივის“ როლს; დემოკრატიულს და ამომრჩეველზე ორიენტირებულს გახდიდა შიდა პარტიულ ცხოვრებას; პარტიულ სიაში შეყვანილ ყოველ კანდიდატს აიძულებდა თავად ერბინა საკუთარი ხმების მოსაგროვებლად; ყოველ ამომრჩეველს ერთი „თავისი“ რაიონული მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად ეყოლებოდა 10-12 „თავისი“ რეგიონული დეპუტატი პარლამენტში; და ა.შ.
მაგრამ სასურველზე – მერე; ახლა შესაძლებელი არ გავუშვათ ხელიდან!”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....