aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორც ბაბუა, მამა, და მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს, ამავდროულად აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება – კახაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე მინდა, რომ გახარიას პარლამენტმა მოუსმინოს. მკაცრად ვარ ამის მომხრე, რადგან ბევრი კითხვებია და კანონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, კანონი ავალდებულებს პოლიციას, რომ რაღაცების აღსაკვეთად ღონისძიებები გაატაროს და უნდა იყოს ამის დასაბუთება, რადგან ერთნი ერთს იტყვიან და მეორენი მეორეს. ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველა არგუმენტირებული კითხვა-პასუხის მერე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესხებ “მეტრონომთან” საუბრისას მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა ლადო კახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თემის კომენტირებისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” წევრის აზრით, სამართლებრივი საკითხი მსჯელობის საგანია, ხოლო პოლიტიკურად მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კობახიძე გადადგა.

“ის საკითხები, რომლებიც მყისიერი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით, პარლამენტმა მიიღო ანუ კობახიძის გადადგომა. სამართლებრივი ნაწილი აუცილებლად მსჯელობის საგანია და ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელშეუხებელია. არ შეიძლება ძალადობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე რას ამბობს კონსტიტუცია და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი.

ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს. ამავდროულად, აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება. მესამე მცდელობა იყო რუსების მიერ გადატრიალება ქვეყანაში. შევარდნაძისა და გამსახურდიას დროს რუსებმა ეს მოახერხეს, ხოლო ამ შემთხვევაში ვერ მაოხერხეს. რუსები არ მოგვასვებენ. სახელმწიფოებრივად როდესაც ვფიქრობთ, გვახსოვდეს, რომ რუსები მუდამ ჩასაფრებულები იქნებიან. დეტონატორი ვინ გამოდგება სახელმწიფო გადატრიალების და ვინ იქნებიან აქტორები, ეს მსჯელობის საგანია”, – აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან რამოდენიმემ თვალი დაკარგა.

“ქართულ ოცნებაში” გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

თუმცა, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდა 3 მოთხოვნით – არჩევნების ჩატარება პროპორციიული საარჩევნო სისტემით, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და გახარიას გადადგომა.

ხელისუფლებამ პირველი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით, ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

აქციის მონაწილეების მტავარი მოთხოვნა ახლა შს მინისტრის გადადგომაა.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....