aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ემზარ კვიციანი: გავრილოვის უახლოესმა მეგობარმა, გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა ხალხს გავრილოვის წინააღმდეგ გამოსასვლელად

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის აზრით, პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, იმის დასადგენად, ვინ იდგა პროვოკაციის უკან.

მისივე თქმით, არავის განუსაზღვრავს, ჯერ რამხელა დანაკრგი აქვს ქვეყანას მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ჩაშლით.

“გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა გავრილოვის უახლოესი მეგობარი, რომელმაც მოუწოდა ხალხს გავრილოვის წინააღმდეგ გამოსასვლელად. 2003 წლის 5 ივნისი გამახსენდა, როდესაც ჩემთან კოდორის ხეობაში გაერო-ს მისიის ოფიცრები გაიტაცეს. და გაიტაცეს რატომ? მიზეზი იყო ის, რომ ძალიან დიდ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ კოდორში შემოვუშვებდი რუსებს და სანაცვლოდ სოხუმამდე, მთელ აფხაზეთში ჩაასახლებდნენ ჩვენს დევნილებს. ამის ჩასაშლელად რუსებმა ისევ ქართველებს გაატაცებინეს გაერო-ს მისიის წარმომადგენლები და შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ჩემზე აღძრეს”, – განაცხადა კვიციანმა.

იტვირთბა....