ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გადადგეს გახარია – ოპოზიცია მოხოვნებს აყენებს

ოპონენტები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვება საკმარისი არ არის.

ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო პროცესისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყება და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

„უპირველეს ყოვლისა უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც გამოხატა გუშინ საკუთარი გულწრფელი პროტესტი საქართველოს ხელისუფლების უმსგავსო ქმედებებთან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. გვინდა, თითოეულ მათგანს მივულოცოთ ის პირველი შედეგი, რაც მიიღო მათმა გულწრფელმა პროტესტმა, ეს არის ირაკლი კობახიძის გადადგომა და ეს არის პირველი წარმატება საქართველოს მოქალაქეების.

აქვე გვინდა, ხელისუფლებას შევახსენოთ ის, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების მოთხოვნით არ მოსულან იქ საქართველოს მოქალაქეები. მოთხოვნა იყო ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ადამიანის რომელმაც გავრილოვი შემოუშვა საქართველოში, მისი გადაყენება, მაგრამ მისმა ქმედებებმა დაგვარწმუნა, რომ ის ამას არ აპირებს, სამწუხაროდ, გადადგომას. მისმა ქმედებებმა დაგვანახა, რომ ის მზად არის დაარღვიოს კანონი, გადაამეტოს ძალა და დაერიოს საქართველოს მოქალაქეებს. ვთლით, რომ გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნა არის ისევ ძალაში”, – განაცხადა “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგეს და დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....