aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის თითოეულ ინციდენტს – სახალხო დამცველის აპარატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში აქციის დაკავებული მონაწილეები მოინახულეს, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

“საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

რუსთაველს გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481” – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....