aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

მისი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია.

„კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე.

მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

იტვირთბა....