aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტში გერმანიის ელჩიც მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში ამ წუთებში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.

“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა.

ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პროტესტის მწვავე ტალღა მოჰყვა.

იტვირთბა....