aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე იმ ფაქტს, რომ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას.

კილაძის თქმით სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

“ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი”.- წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის

ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის…

Gepostet von სოფო კილაძე am Donnerstag, 20. Juni 2019

იტვირთბა....