aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო “ვეძისი” – კომფორტული დასვენება და სასიამოვნო სამუშაო გარემო ერთ სივრცეში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო “ვეძისი” საბურთალოზე, ზოვრეთის 32-ში მდებარეობს და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, კომფორტულ დასვენებას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს სთავაზობს.

„მეტრონომმა“ გადაწყვიტა უფრო დეტალურად გაგეგოთ სასტუმროს შესახებ ყველა დეტალი და სწორედ ამიტომ „ვეძისის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს მანუჩარ ვაჩაძეს ესაუბრა.

 – ამ ეტაპზე თუ გაქვთ რაიმე ტიპის აქციები?

სტუმრებისთვის ივნისში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოთავაზება გვაქვს. თვის ბოლომდე, მომხმარებელს შეუძლია  სასტუმროში არსებული ნებისმიერი ნომერი 40%-იანი  ფასდაკლებით დაჯავშნოს.

ჩვენი სასტუმრო ბიზნეს კლასზეა გათვლილი, თუმცა ტურისტულ კომპანიებს, აქციის ფარგლებში ვთავაზობთ, ზაფხულის განმავლობაში თუ ჩვენს სასტუმროზე გააკეთებენ არჩევანს, ექნებათ ძალიან კარგი ფასდაკლება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი სასტუმრო ყოველთვის ცდილობს, უცხოელ მომხმარებელს  საქართველო გააცნოს და შეაყვაროს, სწორედ ამიტომ გვქონდა სეთი აქცია, რომ ქართულ ღვინოს ვჩუქნიდით, ჩვენს სასტუმროში მყოფ სტუმრებს.

 -ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნიდან გყავთ სტუმრები?

სასტუმრო ვეძისში ყველაზე ხშირად გვსტუმრობენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ირანიდან, სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. კონკრეტულად რთულია გამოყოფა.

– თუ გაქვთ ტურების სერვისი (დაათვალიერებინოთ თბილისი ან საქართველო)

გვყავს პარტნიორი ტურისტული კომპანიები, რომლებთან ერთად შეგვიძლია ნებისმიერი ტური შევთავაზოთ სტუმრებს.

თქვენი აზრით სტუმრები რატომ ანიჭებენ უპირატესობას სასტუმრო ვეძის“?

პირველ რიგში სასტუმრო „ვეძისი“ , საკმაოდ მშვიდ და მყუდრო ადგილზე მდებარეობს. მართალია, ზოგი სტუმარი  ქალაქის ცენტრში ყოფნას ამჯობინებს, თუმცა ჩვენთან მხოლოდ ის ადამიანები მოდიან ვისაც ნადვილად სურთ მყუდრო და მშვიდ გარემოში დასვენება. ამას ემატება ის სერვისები, რომლებიც სასტუმროს მომსახურებაში შედის.

 – რომელ სერვისს გამოყოფდით რაც განგასხვავებთ სხვა სასტუმროებისგან?

რთულია გამოყო სერვისები, მაგრამ რაც განგვასხვავებს სხვა სასტუმროებისგან ეს არის პერსონალის პროფესიონალური მომსახურება და კომფორტული გარემო, ასევე სერვისების საუკეთესო ხარისხი.

– კულინარიაში თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული კერძი რითაც თავს და ქართულ სამზარეულოს ახსენებთ სტუმრებს?

ზოგადად ჩვენი პრიორიტეტი არ არის რესტორანი, მაგარამ თუ სტუმარმა მოითხოვა ნებისმიერი კერძი შეგვიძლია მოვუმზადოთ. რაც შეეხება განსაკუთრებულს, ჩვენ სამზარეულოს  რესტორნული მიმართულება არ აქვს, თუმცა თუ სტუმარმა, რაიმე განსხვავებული მოინდომა, ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ მის ნებისმიერ მოთხოვნას.

-როგორც ცნობილია, თქვენი სასტუმრო, ძალიან ბევრ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ კონფერენციას მასპინძლობს, ცხადია, ამისთვის ბევრი შრომა გჭირდებათ, როგორ დაიმკვიდრეთ თავი ბაზარზე და რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი სერვისი ოფიციალური მიღებებისთვის მუდამ მიმზიდველი იყოს?

 ზოგადად საკონფერენციო მომსახურება საერთაშორისო სტანდარტებზე გვაქვს მორგებული. პირველ როგში მომხმარებელი ამას აქცევს ყურადღებას. ასევე, უმაღლესი ხარისხის ტექნიკით ვართ აღჭურვილები, თუნდაც რაოდენობრივადაც. ყველანაირი ხელშეწყობა გვქვს, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მაღალ დონეზე ჩაატაროს კონფერენცია  ან თუნდაც პრესკონფერენცია.

 

საბოლოოდ, დიპლომატებისა და დელეგაციების სტუმრობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სასტუმრო მაღალ სტანდარტებსა და მომხმარებლის მოთხოვნაზეა გათვლილი.

დაჯავშნეთ ნომერი დღესვე

 

 

იტვირთბა....